Accentnews.ge
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი ღაზას დამატებით 25 მლნ ოვროს ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი ღაზას დამატებით 25 მლნ ოვროს ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს

06/11/2023 11:43:43 მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი ღაზას დამატებით 25 მლნ ოვროს ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ დახმარების საერთო რაოდენობა 100 მლნ ევროს მიაღწევს.

„ჩვენ ვმუშაობთ ისრაელთან, ეგვიპტესთან და გაეროსთან, რათა მეტი კოლონა შევუშვათ ღაზაში, მათ შორის დერეფნების გავლით და ჰუმანიტარული პაუზების საშუალებით. დახმარება ახლა რაფაჰის სასაზღვრო პუნქტით შედის, მაგრამ მისი მოცულობა ძალიან მცირეა ღაზაში ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ჩვენი პრიორიტეტია პარტნიორებთან მუშაობა რაფაჰის ლოგისტიკური შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ამავდროულად, ვმუშაობთ დამატებით მარშრუტებზე, მაგალითად, საზღვაო დერეფანზე კვიპროსიდან - რაც უზრუნველყოფს დახმარების მდგრად, რეგულირებულ და ძლიერ ნაკადს“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისთვის: ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.

კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზას სექტორში 9400-ზე მეტი ადამიანი.

ჰამასს“ 200-ზე მეტი მძევალი ჰყავს.

დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.

ღაზას სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო გაერო ისრაელს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ "მისი სამიზნე მხოლოდ „ჰამასი“ არის, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S