Accentnews.ge
ურსულა ფონ დერ ლაიენი: უკრაინის სიმტკიცის და ჩვენი ურყევი მხარდაჭერის გამო რუსეთ-უკრაინის ომი კრემლის სტრატეგიულ მარცხად დარჩება

ურსულა ფონ დერ ლაიენი: უკრაინის სიმტკიცის და ჩვენი ურყევი მხარდაჭერის გამო რუსეთ-უკრაინის ომი კრემლის სტრატეგიულ მარცხად დარჩება

06/11/2023 11:36:42 მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინის სიმტკიცის და დასავლეთის ურყევი მხარდაჭერის გამო რუსეთ-უკრაინის ომი კრემლის სტრატეგიულ მარცხად დარჩება. ამის შესახებ მან ევროკავშირის ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე ისაუბრა.

„600 დღეზე მეტია, რუსეთის სასტიკი ომი გრძელდება. ეჭვი არ არის, რომ 600 დღე დამღლელია, მაგრამ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელი ხალხი ისევე მტკიცედ დგანან, როგორც პირველივე დღეს. ნება მიბოძეთ, გითხრათ, რა მითხრეს მე მათ: ნახეთ, რას მივაღწიეთ, პუტინმა ვერცერთ თავის სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია. მისი მთავარი მიზანი იყო რეჟიმის შეცვლა, მთავრობის დამხობა, მაგრამ არა მხოლოდ დედაქალაქზე მისმა თავდასხმამ განიცადა სრული მარცხი, არამედ უკრაინის მთავრობა დგას მყარად, სარგებლობს შიდა და საერთაშორისო მხარდაჭერით, უკრაინამ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და უკრაინა ამბიციურად და მტკიცედ მოძრაობს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. რუსეთს სურდა უკრაინის ეროვნული იდენტობის წაშლა, ამის ნაცვლად ომმა უკრაინის ეროვნული იდენტობა უფრო გააძლიერა, რუსეთს სურდა ნატო–ს დასუსტება, ამის ნაცვლად ნატო ორი ახალი მოკავშირით კიდევ უფრო სიცოცხლისუნარიანი გახდა, რუსეთის არმიამ აღჭურვილობის ნახევარი დაკარგა და ომს 100 000-ზე მეტი მათი ახალგაზრდა შეეწირა“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, პუტინის მარცხი ავტომატურად უკრაინის გამარჯვებას არ ნიშნავს და ევროკავშირმა უკრაინის მხარდაჭერა მომავალშიც უნდა განაგრძოს.

როგორც მან აღნიშნა, მეორე ამოცანა უკრაინისთვის ხანგრძლივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა იყოს, რათა ისტორია აღარ განმეორდეს, მესამე კი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S