Accentnews.ge
ისრაელის არმია ღაზაში "ჰამასის" სამხედრო ბანაკის აღებისა და დაჯგუფების სპეცოპერაციებს ხელმძღვანელის ლიკვიდაციის შესახებ იუწყება

ისრაელის არმია ღაზაში "ჰამასის" სამხედრო ბანაკის აღებისა და დაჯგუფების სპეცოპერაციებს ხელმძღვანელის ლიკვიდაციის შესახებ იუწყება

06/11/2023 07:59:24 მსოფლიო

ისრაელის არმია (IDF)აცხადებს, რომ ღაზაში "ჰამასის" ერთ-ერთი სამხედრო ბანაკი დაიკავა.

IDF-მ ასევე განაცხადა, რომ ისრაელის გამანადგურებელმა დაარტყა "ჰამასის" 450-ზე მეტი ობიექტს. ერთ-ერთ ასეთ დარტყმას შეეწირა ჯამალ მუსა, რომელიც სამხედროების თქმით, "ჰამასის" სპეცოპერაციებს ხელმძღვანელობდა.

ისრაელის, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად აღიარებული "ჰამასის" ბოევიკები 7 ოქტომბერს დილით თავს დაესხნენ ისრაელს, გაისროლეს ორ ათასზე მეტი რაკეტა, შეიჭრნენ სასაზღვრო ტერიტორიებზე, მოაწყვეს მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების ხოცვა–ჟლეტა და გაიტაცეს მძევლები. დახოცილი ადამიანების იდენტიფიცირება ამ დრომდე გრძელდეგა. ისრაელმა საპაუხო ოპერაციის შესახებ განაცხადა და მას შემდეგ სამხედრო ოპერაციებს აწარმოებს ღაზას სექტორში, რომელსაც "ჰამასი" აკონტროლებს. მიზნას დასახელდა "ჰამასის" განადგურება. ოქტომბრის ბოლოს ისრაელის თავდაცვის ძალებმა სახმელეთო ოპერაციაც დაიწყეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S