Accentnews.ge
რადას დეპუტატი: ზელენსკიმ მომავალი წლისთვის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება გადაწყვიტა

რადას დეპუტატი: ზელენსკიმ მომავალი წლისთვის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება გადაწყვიტა

06/11/2023 07:31:35 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა გადაწყვეტილება 2024 წლის 31 მარტს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ, განაცხადა უკრაინის სახალხო დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ.

„ჩემი ინფორმაციით, ვოლოდმირ ზელენსკიმ მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება გადაწყვიტა. მან უკრაინის პრეზიდენტის აპარატს დაავალა, მოემზადოს არჩევნებისთვის, რომელიც დაგეგმილია 2024 წლის 31 მარტისთვის. როგორც ჩანს, ეს არის კონსტიტუციური ვადა - მარტის ბოლო კვირა. ისინი ამ გადაწყვეტილების საზოგადოებისთვის ახსნას იმით აპირებენ, რომ ეს, როგორც ჩანს, მათი დასავლელი პარტნიორების მოთხოვნაა. კერძოდ, იმიტომ, რომ თუ ეს არჩევნები არ ჩატარდება, ზელენსკი ლეგიტიმურობას დაკარგავს. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ პუტინი არჩევნების ჩატარებას მარტში გეგმავს“, - განაცხადა გონჩარენკომ.

სახალხო დეპუტატის თქმით, დასავლელი პარტნიორები არ ითხოვენ არჩევნების ომის პირობებში ჩატარებას:

„მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ჩვენგან არანაირ არჩევნებს არ ითხოვენ. არ არსებობს საჯარო ან არასაჯარო მოთხოვნები. ამას ჩვენს პარტნიორებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის ექსკლუზიურად პოლიტიკური ამოცანები, რომელსაც პრეზიდენტის აპარატი უყენებს საკუთარ თავს".

3 ნოემბერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი მომავალ გაზაფხულზე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დადებით და უარყოფით მხარეებს განიხილავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S