ოდესაზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად სამხატვრო მუზეუმის შენობა დაზიანდა
06/11/2023 05:48:02 მსოფლიო
რუსეთმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე მორიგი იერიში მიიტანა, – იუწყება უკრაინული მედია.
მისი ცნობით, სარაკეტო შეტევის გამო საჰაერო განგაში 5 ნოემბერს ღამით გამოცხადდა. ქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა. დაზიანებულია საქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები და შენობები.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ კიპერის ცნობით, რუსული რაკეტა ჩამოვარდა სამხატვრო მუზეუმის შენობის მახლობლად, რომელიც "იუნესკოს" მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია. დაზიანებულია შენობის კედლები და ჩამსხვრეულია ფანჯრები.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესაზე შეტევა მიიტანეს 5 ნოემბრის საღამოსაც. მომხდარის შედეგად 5 ადამიანი დაიჭრა.


