Accentnews.ge
ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 157–მდე გაიზარდა

ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 157–მდე გაიზარდა

05/11/2023 07:49:44 მსოფლიო

ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 157–მდე გაიზარდა, დაშავებულია ასობით ადამიანი. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

ნეპალის მიწისძვრების მონიტორინგისა და კვლევის ეროვნული ცენტრი იტყობინება, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი 400 კილომეტრით იყო დაშორებული დედაქალაქ კატმანდუდან. წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 6,4-ს მაგნიტუდას შეადგენდა.

მიწისძვრის შედეგად კავშირი გაწყდა ბევრ დასახლებულ პუნქტთან. მთებში ჩამოწვა მეწყერი, რომელმაც გზები და ბილიკები ჩახერგა. სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენები მონაწილეობენ. მეზობელმა ინდოეთმა, რომლის დედაქალაქ დელიშიც იგრძნობოდა მიწისძვრა, ნეპალს შესთავაზა „ყოველგვარი შესაძლებელი დახმარება“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S