Accentnews.ge
გერმანიაში, ჰამბურგის აეროპორტში სროლების გამო ყველა ავიარეისი გაუქმდა

გერმანიაში, ჰამბურგის აეროპორტში სროლების გამო ყველა ავიარეისი გაუქმდა

05/11/2023 07:40:56 მსოფლიო

გერმანიის ქალაქ ჰამბურგის აეროპორტი დაიკეტა და ყველა ავიარეისი გაუქმდა მას შემდეგ, რაც შეიარაღებული პირი ავტომობილით აეროპორტის ტერიტორიაზე შეიჭრა. შემთხვევა 4 ნოემბერს ღამით (თბილისის დროით დაახლოებით 23:00 საათზე) მოხდა.

გერმანული მედიის ცნობით, ავტომობილის მძღოლმა, რომელიც აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ სივრცეში შეიჭრა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით ორჯერ გაისროლა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში მისი ავტომობილი თვითმფრინავის წინ დგას და მეხანძრეები ირგვლივ ცეცხლის ორი კერის ჩაქრობას ცდილობენ.

პოლიციის ინფორმაციით, მათ დაუკავშირდა ეჭვმიტანილის ცოლი და მცირეწლოვანი ბავშვის შესაძლო გატაცების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 35 წლის კაცი ავტომობილში 4 წლის ბავშვთან იმყოფებოდა, რომელიც მძევლად განიხილება და გამტაცებლებთან პოლიცია ფსიქოლოგების დახმარებით აწარმოებს მოლაპარაკებებს.

განახლებულ ინფორმაციაში (თბილისის დროით 9:40სთ-ზე) ჰამბურგის პოლიცია საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას, რომ ინარჩუნებენ კონტაქტს თავდამსხმელთან, თუმცა მდგომარეობა უცვლელია. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა აეროპორტზე თავდასხმის შესახებ, ჰამბურგის პოლიცია თითქმის საათში ერთხელ აწვდის განახლებულ ინფორმაციას მოსახლეობას პლატფორმა X-ზე (ყოფილი "ტვიტერი");

განახლება

გერმანიის ქალაქ ჰამბურგის აეროპორტში დასრულდა მცირეწლოვანი ბავშვის მძევლად აყვანასთან დაკავშირებული ინციდენტი, რომელიც 18 საათს გაგრძელდა.

გერმანიის პოლიციის ცნობით, მამაკაცი, რომელიც ბავშვთან ერთად თურქეთში გამგზავრებას ითხოვდა, საბოლოოდ ხელისუფლებას ჩაბარდა „წინააღმდეგობის გარეშე“, ის დაპატიმრებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S