Accentnews.ge
ვოლოდიმირ ზელენსკი: ევროკავშირის ან აშშ-ის არცერთი ლიდერი არ ახორციელებს ჩემზე ზეწოლას რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვაზე

ვოლოდიმირ ზელენსკი: ევროკავშირის ან აშშ-ის არცერთი ლიდერი არ ახორციელებს ჩემზე ზეწოლას რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვაზე

04/11/2023 15:32:11 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მასზე არავინ ახორციელებს ზეწოლას რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყველასთვის ცნობილია მისი დამოკიდებულება მოსკოვთან მოლაპარაკების საკითხთან დაკავშირებით, რაც ემთხვევა უკრაინული საზოგადოების დამოკიდებულებას.

„ჩვენ რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ რუსეთთან ახლა, ვისაუბროთ და მივცეთ რამე, ეს არ მოხდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

NBC News-მა ამერიკის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-სა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოების შესაძლებლობასთან დაკავშირებით უკრაინასთან საკითხის განხილვა დაიწყეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S