Accentnews.ge
მოლდოვის ცესკო–მ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა პრორუსული პარტიის კანდიდატებს

მოლდოვის ცესკო–მ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა პრორუსული პარტიის კანდიდატებს

03/11/2023 19:13:54 მსოფლიო

მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ადგილობრივ არჩევნებამდე ორი დღით ადრე საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა პრორუსულ პარტია „შანსის“ კანდიდატებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანმა ისაუბრა. მანამდე დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის დირექტორმა განაცხადა, რომ პარტია რუსეთიდან ფულს იღებს და ამომრჩევლების მოსყიდვას ახორციელებს. ამ საკითხზე ისაუბრა ქვეყნის პრეზიდენტმა მაია სანდუმაც.

ბრიფინგზე რეჩანმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონის საფუძველზე და ჰიბრიდული ომის კონტექსტში, რომელსაც რუსეთი მოლდოვაში აწარმოებს.

"გამოვლენილია ქმედებები საარჩევნო პროცესებზე გავლენის მოხდენის მიზნით, რათა ხელი შეუწყოს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ორგანიზებული ჯგუფის მეშვეობით, რომელსაც ხელმძღვანელობს ილან შორი პოლიტიკური პარტია „შანსის“ მეშვეობით“, - აღნიშნა რეჩანმა.

პარტია „შანსის“ ლიდერმა ალექსეი ლუნგუმ გადაწყვეტილებას პარტიაზე თავდასხმა უწოდა, ხოლო ილან შორმა თქვა, რომ ფული მისი კანონიერი ბიზნესიდან არის მიღებული და არა რუსეთიდან.

2 ნოემბერს მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ თქვა, რომ ორი თვის განმავლობაში მოსკოვმა თითქმის ხუთი მილიონი დოლარის ექვივალენტი თანხა გადაურიცხა „კრიმინალურ ჯგუფებს“. მათ შორის არის პრორუსულ პარტიას.

”ადრე რუსეთი ქრთამავდა იმ ადამიანებს, რომლებიც მართავდნენ მოლდოვას. ახლა მას ამის შესაძლებლობა აღარ აქვს და ახლა მოლდოვის მოქალაქეებს ყიდულობს", - განაგრძო სანდუმ.

მან მოუწოდა პოლიციას, დასაჯოს დამნაშავეები, ხოლო ამომრჩევლებს – მხარი დაუჭირონ მის თანაპარტიელებს მომავალ არჩევნებზე, რათა დემონსტრირება მოახდინონ ქვეყნის ამჟამინდელი პროევროპული კურსის მხარდაჭერის.

მოლდოვაში 5 ნოემბერს გაიმართება ადგილობრივი ხელისუფლების საყოველთაო არჩევნები. მოქალაქეებმა უნდა აირჩიონ ქალაქების მერები, სოფლის ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს, ასევე ადგილობრივი (ქალაქის, რაიონის, სოფლის) საბჭოების დეპუტატები.

არჩევნებში 40-მდე პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა მიიღებს მონაწილეობას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S