Accentnews.ge
ზელენსკიმ სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური შეცვალა

ზელენსკიმ სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური შეცვალა

03/11/2023 18:45:20 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი მეთაური დანიშნა. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის 3 ნოემბრის განკარგულებაში.

"პოლკოვნიკი სერგეი ლუპანჩუკი დაინიშნოს უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურად", - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე ზელენსკიმ ამ თანამდებობიდან გაათავისუფლა ვიქტორ ხორენკო. ამ გადაწყვეტილების მიზეზების შესახებ დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ვიქტორ ხორენკო სპეციალური ოპერაციების ძალებს 2022 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობდა.

16 სექტემბერს სპეცოპერაციის ძალებმა გამოაცხადეს მონაწილეობა სევასტოპოლში რუსულ გემებზე თავდასხმებში. მათ განაცხადეს, რომ სადესანტო გემ "მინსკის" და წყალქვეშა ნავ "დონის როსტოვის" ბაზირების ადგილზე ინფორმაციის მიღების შემდეგ, მებრძოლთა ჯგუფმა შეძლო სევასტოპოლში შეღწევა და „სპეციალური ტექნიკური სადაზვერვო აღჭურვილობის დახმარებით ამოიცნო და სამიზნის მიზანში ამოღება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S