რას მოიცავს პენტაგონის მიერ გამოცხადებული უკრაინის სამხედრო დახმარების უახლესი პაკეტი
03/11/2023 18:42:20 მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა უკრაინის კრიტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, პაკეტი მოიცავს 125 მილიონ დოლარამდე ღირებულების შეაიარაღებას პენტაგონის მარაგიდან „უკრაინის ბრძოლის ველზე სასწრაფო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, ასევე 300 მილიონ დოლარს ინიციატივის ფარგლებში – უკრაინის უსაფრთხოების დახმარება (USAI) – უკრაინის გრძელვადიანი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად.
დახმარების პაკეტი მოიცავს:
- დამატებითი საბრძოლო მასალა საზენიტო-სარაკეტო სისტემებისთვის (NASAMS);
- დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ისთვის;
- 155 მმ და 105 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვები;
- TOW რაკეტები;
- Javelin და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემები;
- ცეცხლსასროლი იარაღის 3 მილიონზე მეტი საბრძოლო მასალა და ყუმბარა;
- M18A1 Claymore-ის ქვეითთა საწინააღმდეგო საბრძოლო მასალა;
- მძიმე ტექნიკის გადასაზიდად 12 სატვირთო მანქანა;
- ცივი ამინდისთვის ხელსაწყოები;
- სათადარიგო ნაწილები, ტექნიკური მომსახურება და სხვა საველე აღჭურვილობა.
ანგარიშის მიხედვით, USAI-ის ინიციატივის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ასევე მიაწვდის უკრაინას დამატებით ლაზერულ მართვად საბრძოლო მასალას უპილოტო საჰაერო სისტემებს დასაპირისპირებლად.
"ადმინისტრაცია აგრძელებს კონგრესისადმი მოწოდებას, შეასრულოს თავისი ვალდებულება უკრაინის ხალხის წინაშე დამატებითი დაფინანსების მინიჭებით, რათა უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება რუსეთის სასტიკი ომისგან თავის დასაცავად“, - აღნიშნავენ პენტაგონში.
მანამდე დღით ადრე Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 3 ნოემბერს შეერთებული შტატები გეგმავდა უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოცხადებას.
ერთი დღით ადრე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ The Economist-ში გამოქვეყნებულ საკუთარ სვეტში დაწერა, რომ ომი ახლა ახალ ეტაპზე გადადის და ამან შესაძლოა რუსეთი სარგებელს მოუტანოს. მან მიუთითა კონკრეტულ საჭიროებებზე.


