Accentnews.ge
ნეთანიაჰუმ ცეცხლის დროებით შეწყვეტის პირობა დაასახელა

ნეთანიაჰუმ ცეცხლის დროებით შეწყვეტის პირობა დაასახელა

03/11/2023 18:21:55 მსოფლიო

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ცეცხლის დროებით შეწყვეტა იქამდე არ მოხდება, ვიდრე „ჰამასი“ მძევლებს არ გაათავისუფლებს.

ნეთანიაჰუმ ამის შესახებ სატელევიზიო მიმართვისას მას შემდეგ განაცხადა, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარეებს „ჰუმანიტარულ პაუზის“ აღებისკენ, რაც ღაზას სექტორში დამატებითი დახმარების შეტანას შესაძლებელს გახდიდა.

როგორც ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, ასეთი პაუზა მძევლების გათავისუფლებისთვის უკეთეს გარემოსაც შექმნიდა.

„ისრაელი უარს ამბობს დროებით ცეცხლის ისეთ შეწყვეტაზე, რომელიც მძევლების დაბრუნებას არ ითვალისწინებს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ "ჰამასის" მიერ გატაცებული მშვიდობიანი მოქალაქეების ოჯახებმა მოკლეტექსტური შეტყობინებები მიიღეს, სადაც ბმულზე გადასვლას სთავაზობდნენ მძევლების შესახებ ინფორმაციის მისაღებად,– წერს Kan News.

"ეს არის გზავნილი ალ-კასამისგან [ჰამასის სამხედრო ფრთა], ჩვენ თქვენს მთავრობას ტყვეების გაცვლა შევთავაზეთ, მაგრამ ისინი არ დაგვთანხმდნენ. ჩვენი მოთხოვნა ასეთია: ყველა სიონისტი ტყვის გათავისუფლება ყველა პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ." - ნათქვამია შეტყობინებაში.

ისრაელი 7 ოქტომბრის თავდასხმის საპასუხოდ სამხედრო ოპერაციას აწარმოებს ღაზას სექტორში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S