Accentnews.ge
სერბეთის სპეცსამსახურის ხელმძღვანელმა, რომელიც აშშ-ის სანქციების ქვეშ აღმოჩნდა, თანამდებობა დატოვა

სერბეთის სპეცსამსახურის ხელმძღვანელმა, რომელიც აშშ-ის სანქციების ქვეშ აღმოჩნდა, თანამდებობა დატოვა

03/11/2023 16:47:38 მსოფლიო

სერბეთის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვულინმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ამერიკის სანქციების ქვეშ აღმოჩნდა, თანამდებობა დატოვა,– იუწყება N1.

მედიასთან თემის კომენტირებისას ვულინმა თქვა, რომ მისი გადადგომა იყო აშშ-ისა და ევროკავშირის "ზეწოლის შედეგი", წინააღმდეგ შემთხვევაში "სერბეთის სანქცირებით დაიმუქრნენ".

„მე არ ვარ შანტაჟისა და ზეწოლის მიზეზი სერბეთსა და სერბულ სამყაროზე, მაგრამ არ დავუშვებ, რომ ეს გახდეს ასეთი ზეწოლის მიზეზი და ამიტომ, ვაცხადებ, რომ ვტოვებ თანამდებობას",– განაცხადა ვულინმა.

ვულინი, რომელიც გასული წლიდან სერბეთის სპეცსამსახურის ხელმძღვანელი იყო, მანამდე იკავებდა თავდაცვის მინისტრის პოსტს.

შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ვულინს 2023 წლის ივლისში, რითაც ის გახდა პირველი სერბი ოფიციალური პირი, რომელიც სანქცირებულ იქნა 1990-იან წლებში სლობოდან მილოშევიჩის მმართველობის შემდეგ. აშშ–მა მას ბრალი დასდო საკუტარი უფლებამოსილების რუსეთის სასარგებლოდ გამოყენებაში, „ხელს უწყობს რუსეთის მავნე ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას დასავლეთ ბალკანეთში და აძლევს რუსეთს შესაძლებლობას, გაზარდოს თავისი გავლენა რეგიონში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S