Kan News: მძევლების ოჯახებმა "ჰამასისგან" შეტყობინებები მიიღეს
03/11/2023 16:29:54 მსოფლიო
"ჰამასის" მიერ გატაცებული მშვიდობიანი მოქალაქეების ოჯახებმა მოკლეტექსტური შეტყობინებები მიიღეს, სადაც ბმულზე გადასვლას სთავაზობდნენ მძევლების შესახებ ინფორმაციის მისაღებად,– იუწყება Kan News ავრცელებს.
"ეს არის გზავნილი ალ-კასამისგან [ჰამასის სამხედრო ფრთა], ჩვენ თქვენს მთავრობას ტყვეების გაცვლა შევთავაზეთ, მაგრამ ისინი არ დაგვთანხმდნენ. ჩვენი მოთხოვნა ასეთია: ყველა სიონისტი ტყვის გათავისუფლება ყველა პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ." - ნათქვამია შეტყობინებაში.
მანამდე "ჰამასმა" პროპაგანდისტულ ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ღაზას სექტორში მძევლად მყოფი სამი ისრაელელი ქალი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს აკრიტიკებდა. მძევლები პრემიერ-მინისტრს ადანაშაულებდნენ, რომ მან 7 ოქტომბრის თავდასხმა თავიდან ვერ აიცილა.
ამ დროისთვის "ჰამასის" მძევლობაში 200–ზე მეტი ადამიანი რჩება. აქამდე მხოლოდ ოთხი ადამიანი გაათავისუფლეს, ხოლო 2 სამხედრო თავად ისრაელმა გამოიხსნა ტყვეობიდან სპეცოპერაციის შედეგად.
არსებული ცნობებით, ისრაელის ციხეებში 6000 პალესტინელი პატიმარი იმყოფება. ცნობილია პრეცედენტის შესახებ, როდესაც ისრაელმა ასეულობით პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა ერთი ჯარისკაცის სანაცვლოდ.


