განცი: ღაზაში ბრძოლა უფრო რთულია, ვიდრე ეს ოდესმე გვინახავს
03/11/2023 14:43:58 მსოფლიო
ისრაელის ომის კაბინეტის წევრმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბენი განცმა განაცხადა, რომ ისრაელის ამჟამინდელი ომი "ჰამასის" წინააღმდეგ ღაზაში ყველაზე "რთულია," რაც კი ოდესმე ყოფილა.
"ეს უფრო რთული ომია, ვიდრე ჩვენ ოდესმე გვინახავს," - თქვა მან და დასძინა, "როგორც ყველა ბრძოლაში, არის გამოწვევები და მძიმე ფასი."
მისი თქმით, ისრაელს აღარ შეუძლია ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" გვერდით ცხოვრება და "ეს რეალობა უნდა შეიცვალოს" და რომ ისრაელი მოქმედებს იმის მიხედვით, თუ რა არის სწორი ისრაელისთვის:
"გპირდებით, რომ ეს არის ერთადერთი, რაც ამ ომში უნდა გავითვალისწინოთ" - თქვა მან და თავს აარიდა ხმებზე პასუხს, თითქოს ხელისუფლებაში შიდა დაპირისპირებაა:
"ჩვენ მივდივართ ტრაგედიის უფსკრულიდან გამარჯვებამდე. ისრაელის შიდა ერთიანობა სამხედრო წარმატებას შეუწყობს ხელს".
მანამდე თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ქალაქ ღაზაში შევიდნენ და მიმდინარეობს ბრძოლები.


