"უკრაინა მეტ იარაღს და საბრძოლო მასალას მიიღებს" - კულება Rheinmetall-ის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრის შემდეგ
03/11/2023 14:03:11 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მან ბერლინში გამართა შეხვედრა გერმანული თავდაცვის კონცერნის Rheinmetall AG აღმასრულებელ დირექტორთან, არმინ პაპერგერთან, სადაც განიხილეს გერმანიისა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის ალიანსის შემდგომი გაძლიერების გზები.
„ფოკუსირებული შეხვედრა ბერლინში Rheinmetall AG აღმასრულებელ დირექტორ არმინ პაპერგერთან. უკრაინას ექნება მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა, რათა დაიცვას საკუთარი თავი, მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა რუსული თავდასხმებისგან. ჩვენ განვიხილეთ გზები გერმანიასა და უკრაინას შორის თავდაცვის ინდუსტრიის ალიანსის შემდგომი გაძლიერების შესახებ“, - წერს კულება სოციალურ ქსელ X-ში (ადრე ცნობილი როგორც Twitter).
პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ 18 ოქტომბერს დარეგისტრირდა გერმანულ-უკრაინული ერთობლივი საწარმო „Rheinmetall - უკრაინის თავდაცვის ინდუსტრია“, რომელიც უკრაინელი პარტნიორების მიერ მიწოდებულ აღჭურვილობას მოემსახურება და შეაკეთებს. ასევე ამ საწარმოში მოხდება Rheinmetall-ის აღჭურვილობის წამყვანი მოდელების წარმოების ლოკალიზება.
24 ოქტომბერს ბერლინში, გერმანია-უკრაინის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, დენის შმიგალმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მოლაპარაკებები გამართეს.


