რუსეთის გენპროკურატურამ უარი თქვა "ჰამასის" ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებაზე
03/11/2023 12:03:55 მსოფლიო
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უარი თქვა პალესტინური დაჰგუფება "ჰამასის" ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებაზე, იუწყება Mash.
გამოცემის წყაროს ცნობით, უწყება თავისი პოზიცია იმით ახსნა, რომ რუსეთში "ჰამასის" წევრების წინააღმდეგ არც ერთი სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა და არც განაჩენია გამოტანილი.
მანამდე უფლებადამცველმა ივან მელნიკოვმა მიმართა რუსეთის გენპროკურატურას მოძრაობის ტერორისტულად აღიარების თხოვნით.
ახლო აღმოსავლეთში ვითარება გაუარესდა 7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე "ჰამასის" მებრძოლების შეჭრის შემდეგ, რასაც თან ახლდა ისრაელის სასაზღვრო დასახლებებში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა და 200-ზე მეტი ადამიანის გატაცება, მათ შორის ქალების, მოხუცების, ბავშვების და უცხო ქვეყნების მოქალაქეების (რუსების ჩათვლით). ყველაზე მცირეწლოვანი გატაცებულთაგან 9 თვისაა. მისი მშობლები "ჰამასის" ბოევიკებმა დახოცეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების უახლესი შეფასებით, რომელსაც ციტირებს Times of Israel-ს, იმ დღეს ისრაელში შეჭრილი ბოევიკების რაოდენობა თითქმის 3 ათასი იყო. ისრაელმა საპასუხოდ "ჰამასს" ომი გამოუცხადა და ამ დრომდე აწარმოებს სამხედრო ოპერაციას ღაზას სექტორში.
რუსეთს არ დაუგმია "ჰამასის" ქმედებები, მეტიც, რადიკალური მოძრაობის დელეგაცია მიიღო მოსკოვში, ხოლო გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა ისრაელს ოკუპანტი უწოდა და თქვა, რომ მას არ აქვს თავდაცვის უფლება.
იხილეთ ასევე: ისრაელმა შეწყვიტა რუსეთის ინფორმირება სირიაში დარტყმების შესახებ


