Accentnews.ge
ალა პუგაჩოვა ისრაელიდან მოსკოვში ჩავიდა

ალა პუგაჩოვა ისრაელიდან მოსკოვში ჩავიდა

03/11/2023 11:43:01 მსოფლიო

მომღერალი ალა პუგაჩოვა, რომელიც 2022 წელს მეუღლესთან – მაქსიმ გალკინთან ერთად რუსეთიდან ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად, მოსკოვში ჩავიდა. ინფორმაცია 3 ნოემბერს რუსულ სახელმწიფო მედიარესურსს TASS-ს დაუდასტურა პუგაჩოვას თანაშემწემ ელენა ჩუპრაკოვამ.

მისი თქმით, მომღერალი რუსეთში 2 ნოემბერს ჩავიდა, მაგრამ რამდენი ხნით, არ დაუზუსტებია, არც ვიზიტის მიზნების შესახებ უსაუბრია.

ალა პუგაჩოვა ისრაელში გაემგზავრა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე და მას შემდეგ რამდენჯერმე დაბრუნდა მოსკოვში.

2022 წლის სექტემბერში პუგაჩოვამ გამოაქვეყნა მიმართვა რუსეთის იუსტიციის სამინისტროსადმი, რომ მეუღლის მსგავსად ისიც „უცხოეთის აგენტად“ გამოეცხადებინათ. ამ განცხადებით მან გალკინს დაუჭირა მხარი.

ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ გალკინმა თქვა, რომ მის ოჯახს სადმე წასვლის განზრახვა არ აქვს.

3 ნოემბერს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე შოლოხოვმა ასევე პროპაგანდისტულ Lenta.ru-ს უთხრა, რომ კანონის თვალსაზრისით, ალა პუგაჩოვას წინააღმდეგ არანაირი პრეტენზია არ არსებობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S