ისრაელის თავდაცვის ძალები ალყის შემდეგ ქალაქ ღაზაში შევიდნენ
03/11/2023 10:51:16 მსოფლიო
ქალაქ ღაზას ალყაში მოქცევის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალები შიგნით შევიდნენ "ჰამასის" წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია ჩატარების მიზნით. ამის შესახებ ისრაელის არმიის წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.
მისი თქმით, ქალაქში გამნაღმველები მუშაობენ – ანეიტრალებენ ნაღმებს და აუფეთქებელ ჭურვებს, რათა ჯარებმა უფრო თავისუფლად გადაადგილება შეძლონ.
არმიის გენშტაბის ცნობით, ისრაელის ჯარისკაცები უკვე იმყოფებიან ღაზას ცენტრში და მიმდინარეობს ბრძოლები "ჰამასის" წევრებთან.
ისრაელმა ხუთშაბათს, 2 ნოემბერს გამოაცხადა, რომ ქალაქი ღაზა, სადაც საომარი მოქმედებების დაწყებისას 640 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ალყაში მოაქცია.
ისრაელის მხარე აცხადებს, რომ ქალაქი "ჰამასის" აქტივობის ცენტრად იქცა. ჯგუფმა იქ ააშენა ინფრასტრუქტურის რთული ქსელი, მათ შორის მიწისქვეშა გვირაბები.
დღეს ღაზას სექტორიდან უცხოელების და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პალესტინელების და დაჭრილების ევაკუაცია უნდა გაგრძელდეს. 600-ზე მეტი ადამიანია იმ პირთა სიაში, რომელთაც 3 ნოემბერს ღაზას სექტორიდან გასვლის უფლება აქვთ ეგვიპტის საზღვვრის გავლით. ღაზას სექტორი გუშინ სულ 402-მა ადამიანმა დატოვა.


