თეთრმა სახლმა კომენტარი გააკეთა ზალუჟნის სტატიაზე
03/11/2023 10:35:09 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის ვალერი ზალუჟნის The Economist-ში გამოქვეყნებული პუბლიკაცია „ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა“, თქვა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ.
მან აღნიშნა, რომ ომის დროს მხარეთა საჭიროებები იცვლება, მათ შორის შეიარაღების სისტემებთან დაკავშირებით, რომლებსაც პარტნიორები უკრაინას აწვდიან.
„ჩვენ ვვითარდებით და უკვე ევულუცია განვიცადეთ იმ კონტექსტში, რას ვაწვდით უკრაინას, ისევე, როგორც თავად ომი განვითარდა. და ეჭვი მაქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება“, - ხაზგასმით აღნიშნა კირბიმ და დასძინა, რომ „ჩვენთვის ბევრად უფრო ადვილი იქნება ამის გაკეთება, თუ კონგრესი დაამტკიცებს დამატებით დაფინანსებას უკრაინის მხარდასაჭერად“.
თავის სტატიაში ზალუჟნი აღნიშნავს, რომ ომი პოზიციური ხდება, რაც რუსეთის ინტერესებში შედის და მის შემობრუნებისთვის საჭიროა ხუთი ნაბიჯის გადადგმა - ჰაერში მტრის უპირატესობის დაძლევა, ნაღმების გარღვევის უნარის გაუმჯობესება, ბატარეის საწინააღმდეგო ომის გაძლიერება, უკრაინის რეზერვების ეფექტური მომზადება და ელექტრონული ომის ეფექტურობის გაზრდა.
ასევე The Economist-თან ინტერვიუში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნები კვლავ აფერხებენ კიევისთვის უახლესი იარაღის მიწოდებას.


