ყირგიზეთში გატაცებული რუსი აქტივისტი მოსკოვის იზოლატორში იპოვეს
03/11/2023 09:21:17 მსოფლიო
ყირგიზეთში ორი კვირის წინ გატაცებულ რუს აქტივისტს ლევ სკორიაკინს ადვოკატმა მოსკოვის ბუტირკას წინასწარი დაკავების იზოლატორში მიაკვლია. უფლებადამცველი ამბობს. რომ აქტივისტი რუსეთში უკანონოდ გადაიყვანეს გატაცებიდან მეორე დღესვე.
უფლებადამცველები განმარტავენ, რომ სკორიაკინთან დაკავშირებით არსებობდა ყირგიზეთის პროკურატურის გადაწყვეტილება ექსტრადიციაზე უარის თქმის შესახებ. ასევე, მას ჰქონდა თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი.
"აქტივისტი იზოლატორში აწამეს იმისთვის, რომ მას რუსეთში დამოუკიდებლად და ნებაყოფლობით დაბრუნდა ეღიარებინა",– აცხადებენ უფლებადამცველები.
რუსეთში 23 წლის სკორიაკინის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 2021 წლის დეკემბერში პოლიტპატიმრების მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობის გამო. შემდეგ აქტივისტებმა მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთ ადმინისტრაციულ ოლქში, FSB-ს ოფისის შესასვლელთან ბანერი „გილოცავთ ჩეკას დღეს“. "მემორიალმა" სკორიაკინი პოლიტიკურ პატიმარად აღიარა.
17 ოქტომბრის ღამეს სკორიაკინი გაიტაცეს უცნობმა პირებმა, სავარაუდოდ, სპეცსამსახურებმა - ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტისა (GKNB) და რუსეთის FSB-ის თანამშრომლებმა.


