არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კონფლიქტის გაფართოების რისკის გამო შიშობენ
03/11/2023 08:20:55 მსოფლიო
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შიშობენ, რომ ღაზაში ისრაელ-"ჰამასის" ომის შედეგად კონფლიქტის რეგიონული გავრცელების რეალური რისკი არსებობს.
„ვაგრძელებთ რა მუშაობას ამ ომის შესაჩერებლად, ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ფართო კონტექსტი და რეგიონული ტემპერატურის შემცირების აუცილებლობა, რომელიც დუღილის წერტილს უახლოვდება, რეალურია რეგიონული გავრცელების და შემდგომი ესკალაციის რისკი“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა ნოურა ალ-ქააბიმ.
მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ცეცხლის შესაწყვეტად და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.


