Accentnews.ge
სანქტ-პეტერბურგში მოსამართლემ გასვლითი სხდომა სტრიპტიზ– კლუბში გამართა

სანქტ-პეტერბურგში მოსამართლემ გასვლითი სხდომა სტრიპტიზ– კლუბში გამართა

03/11/2023 08:13:58 მსოფლიო

სანქტ-პეტერბურგის კუიბიშევსკის რაიონულმა სასამართლომ რუბინშტეინას ქუჩაზე მდებარე სტრიპტიზ– კლუბში გასვლითი სხდომა გამართა, – წერს რუსული მედია სასამართლოს პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.

კლუბშო სხდომის გამართვა მოსამართლე ირინა ვორობიოვამ გადაწყვიტა, რომელმაც მიიღო საჩივარი შენობის უკანონო განახლების თაობაზე. მოსამართლემ განიზრახა, „ადგილზე გაერკვია, ვინ არის მართალი და ვინ არა“, - აღნიშნავენ პრესსამსახურში.

მოსარჩელის სარჩელის მიხედვით, შენობის მფლობელებმა, სადაც სტრიპტიზ–კლუბი «X.O. Menʼs club»–ია განთავსებული, სამუშაოები წინასწარი ნებართვის გარეშე ჩატარდა.

პრესსამსახურის რელიზს გასვლითი სხდომის შესახებ კლუბში გადაღებული ვიდეო ახლდა. ჩანაწერში ისმის ბრიტანელი მომღერლის სემ ბრაუნის სიმღერა "Stop".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S