Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: წუხელ რუსების მიერ გამოყენებული 38  დრონიდან 24 გავანადგურეთ

უკრაინის გენშტაბი: წუხელ რუსების მიერ გამოყენებული 38  დრონიდან 24 გავანადგურეთ

03/11/2023 06:10:03 მსოფლიო

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი თავდასხმა განახორციელა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, წუხელ განხორციელებული შეტევისას რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 38 დამრტყმელი დრონი და 1 მართვადი საავიაციო რაკეტა.

უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის დაჯგუფების პრეს–მდივნის ნატალია ჰუმენიუკის ცნობით, მართვადი რაკეტა კიროვოგრადის ოლქში ჩამოაგდეს. მისი ცნობით, დრონებით შეტევა საკმაოდ ძლიერი იყო. საჰაერო თავდაცვის სისტემა თითქმის 5 საათის განმავლობაში მუშაობდა ოდესის, ნიკოლაევის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცის და კიროვოგრადის ოლქებში.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ოდესის ოლქში დრონით დარტყმა იყო ინფრასტრუქტურის ობიექტზე. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.

უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ქალაქ ხარკოვში დაზიანებული და დამწვარია საცხოვრებელი სახლი, სასწავლო დაწესებულება, ადმინისტრაციული შენობა და ავტომანქანები. ადგილობრივი ხელისუფლების წინასწარი ინფორმაციით, შეტევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S