ირანში აქციების დროს მოკლული ბიჭის დედას 13 წელი მიუსაჯეს უმაღლესი ლიდერის შეურაცხყოფისთვის
02/11/2023 13:57:12 მსოფლიო
ირანში 2022 წლის საპროტესტო აქციის დროს მოკლული 20 წლის მოჰამად ზაჰედის დედას – მაჰსა იაზდანს თავისუფლების 13 წლით აღკვეთა მიუსაჯეს. მას ბრალი დასდეს გმობაში, წაქეზებაში, უმაღლესი ლიდერის შეურაცხყოფასა და ანტისამთავრობო პროპაგანდის გავრცელებაში, წერს The Guardian.
ქალის ვაჟი მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში, რომელიც აგორდა „ზნეობის პოლიციის" მიერ ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დაკავებული ახალგაზრდა ქალის – მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ.
ოჯახის ინფორმაციით, 20 წლის მოჰამად ზაჰედს ზურგისა და თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ტყვია ესროლეს. იგივე დაადასტურა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნამაც.
შვილის მკვლელობის შემდეგ იაზდანმა საჯაროდ დაგმო რეჟიმის თავდასხმები მომიტინგეებზე და მოითხოვა სამართლიანობა საკუთარი ვაჟისა და დემონსტრაციებზე მოკლული სხვა ადამიანებისთვის. ის მალევე დააკავეს.
საკითხის კომენტირებისას, ირანში ადამიანის უფლებათა ცენტრმა განაცხადა: „ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ მაჰსა იაზდანის სამარცხვინო განაჩენს, მწუხარე დედის, რომელიც ეძებს სამართალს თავისი შვილისთვის“.


