ბაჰრეინმა ისრაელიდან ელჩი გაიწვია და ეკონომიკური კავშირები გაწყვიტა
02/11/2023 13:54:34 მსოფლიო
ბაჰრეინმა ისრაელიდან ელჩი გაიწვია და ეკონომიკური კავშირები გაწყვიტა.
"The Times of Israel"–ის ინფორმაციით, ისრაელის ელჩმა ასევე დატოვა ბაჰრეინი.
მისი ცნობით, გადაწყვეტილება ეფუძნება ბაჰრეინის სამეფოს „მყარ და ისტორიულ პოზიციას, რომელიც მხარს უჭერს პალესტინას და პალესტინელი ხალხის ლეგიტიმურ უფლებებს“.
ბაჰრეინმა ისრაელთან კავშირები აშშ-ის შუამავლობით 2020 წლის აბრაამის შეთანხმების საფუძველზე დაამყარა.


