გერმანიამ უკრაინას, მათ შორის, ჯავშანტრანსპორტიორების ახალი პარტია გადასცა
02/11/2023 13:19:22 მსოფლიო
გერმანიამ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სახის აღჭურვილობას - დაწყებული ჯავშანტექნიკიდან, დამთავრებული დამცავი სათვალეებით. დეტალები გამოქვეყნდა გერმანიის მთავრობის ვებ–გვერდზე, რომელიც რეგულარულად ახლდება.
უკანასკნელი კვირის განმავლობაში უკრაინას გადაეცა:
- 12 ჯავშანტრანსპორტიორი - ადრე გადაყვანილი ოთხის გარდა (ჯამში 16);
- ორი TRML-4D რადარი საჰაერო სივრცის კონტროლისთვის (გარდა ოთხი ადრე გადაცემულისა);
- შვიდი Primoco ONE სადაზვერვო დრონი;
- ორი თავდაცვის სისტემა AMPS–ის ვერტმფრენებისთვის;
- კიდევ ხუთი უპილოტო საზღვაო აპარატი (გარდა ადრე გადაცემული 15-ისა);
- 12 MAN TGS–ის სატვირთო;
- ოთხი 8x8 სატვირთო ტრაქტორი და ოთხი ნახევრადმისაბმელიანი (სულ 75 და 70, შესაბამისად);
- 32 SatCom სატელიტური ტერმინალი (ჯამში 230);
- 10 ათასი დამცავი სათვალე ბუნდესვერის მარაგებიდან და სამრეწველო საწყობებიდან;
- ზამთრის ფორმის 30 ათასი კომპლექტი;
- ერთი PCB პრინტერი.
შეგახსენებთ, რომ წინა პაკეტში შედიოდა კიდევ ერთი IRIS-T სისტემა, საბრძოლო მასალა და ჯავშანტრანსპორტიორი. მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოაცხადა უკრაინისთვის ზამთრის სამხედრო დახმარების პაკეტის მომზადება, რომლის მთავარი ელემენტი იქნება საჰაერო თავდაცვის სისტემები.


