Accentnews.ge
FT: დასავლეთის ქვეყნებმა პუტინი მკაფიოდ გააფრთხილეს, რომ ბირთვულ დარტყმას კონვენციური იარაღის მასირებული გამოყენებით უპასუხებენ

FT: დასავლეთის ქვეყნებმა პუტინი მკაფიოდ გააფრთხილეს, რომ ბირთვულ დარტყმას კონვენციური იარაღის მასირებული გამოყენებით უპასუხებენ

02/11/2023 08:41:43 მსოფლიო

ვლადიმირ პუტინმა შეარბილა თავისი ბირთვული რიტორიკა 2023 წლის შემოდგომაზე, რადგან შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა პირობა დადეს, რომ უკრაინაზე ერთ ბირთვულ დარტყმას კონვენციური იარაღის მასირებული გამოყენებით უპასუხებენ,– წერს Financial Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

გარდა ამისა, ამტკიცებენ, რომ ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა პირადად გააფრთხილა პუტინი ამგვარი ქმედებების შედეგების შესახებ მარტში მოსკოვში თავისი ვიზიტის დროს.

პუტინმა ომის გაჩაღებისთანავე დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე მინიშნება. 2022 წლის სექტემბერში უკრაინის რეგიონების ანექსიის დროს მან პირობა დადო, რომ გამოიყენებდა რუსეთის ფედერაციის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ოკუპირებული ტერიტორიების ხელახალი დაკავების თავიდან ასაცილებლად.

თუმცა, მან მალევე აღიარა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას არანაირი პოლიტიკური ან სამხედრო აზრი არ ჰქონდა - FT-ის ვერსიით, ეს მოხდა ზუსტად მას შემდეგ, რაც დასავლეთის ქვეყნები მას მკაფიოდ დაპირდნენ, რომ დარტყმას კონვენციური იარაღით უპასუხებდნენ.

ასევე 2023 წლის თებერვალში Financial Times-მა დაწერა, რომ სამხედრო ექსპერტებმა შეიმუშავეს სცენარი უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ. მისი განხილვის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი მივიდა დასკვნამდე, რომ ასეთი დარტყმა სამხედრო სარგებელს არ მოიტანს.

თუმცა, რუსეთმა ახლახანს შეაჩერა მონაწილეობა შეტევითი იარაღის შემცირების ხელშეკრულებაში მონაწილეობის თაობაზე (START), რომელიც გულისხმობს რუსეთის ფედერაციისა და შეერთებული შტატების ბირთვული არსენალის შეზღუდვას. ამასთან, სახელმწიფო სათათბირომ პირველი მოსმენით დაამტკიცა ბირთვული გამოცდის აკრძალვის ხელშეკრულების რატიფიკაციის გაუქმება.

სამხედრო კომენტატორი პაველ ლუზინი ამბობს, რომ რუსეთის გასვლა ბირთვული გამოცდის აკრძალვის ხელშეკრულებიდან (CTBT) და მითიური Burevestnik რაკეტის გამოყენების საფრთხე უკრაინაში მძიმე ბრძოლების ფონზე სხვა არაფერია, თუ არა პუტინის მცდელობა, გააუმჯობესოს თავისი პოზიცია უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შესაძლო მოლაპარაკებებისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S