Accentnews.ge
ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აშშ-ის კიდევ სამმა შტატმა აღიარა

ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აშშ-ის კიდევ სამმა შტატმა აღიარა

02/11/2023 07:59:45 მსოფლიო

ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აშშ-ის კიდევ სამმა შტატმა აღიარა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში უკრაინის ელჩი ოქსანა მარკაროვა ავრცელებს.

ოქსანა მარკაროვა სოციალურ ქსელში წერს, რომ ვაშინგტონმა, მერილენდმა და არიზონამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარეს და ნოემბერი ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის თვედ გამოაცხადეს.

მანამდე ჰოლოდომორი გენოციდად აღიარეს გერმანიის, ირლანდიის, ჩეხეთის, ბელგიის, ისლანდიის, მოლდოვის და რუმინეთის საკანონმდებლო ორგანოებმა. აშშ-მა რეზოლუცია ამ თემაზე 2018 წელს დაამტკიცა. ჰოლოდომორს გენოციდად აღიარებს საქართველოც.

ჰოლოდომორი - მასობრივი შიმშილი უკრაინაში გამოიწვია საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკამ, რომლის თანახმად, უკრაინელ გლეხობას ჩამოართვეს ყოველგვარი სასურსათო დანაზოგი. შედეგად, სულ მცირე, ხუთი მილიონი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. უკრაინამ ჰოლოდომორი გენოციდად 2006 წელს აღიარა . რუსეთი ამ შეფასებას არ ეთანხმება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S