Accentnews.ge
რუსეთი ყირიმზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყება

რუსეთი ყირიმზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყება

02/11/2023 06:42:22 მსოფლიო

რუსეთი ყირიმზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შავი ზღვის თავზე ერთი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, ხუთი კი ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს“.

ბოლო რამდენიმე თვეა, მოსკოვსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონზე, ასევე რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმზე თითქმის ყოველდღე ხდება დრონებით თავდასხმა. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არც ადასტურებს და არც უარყოფს. ამასთან, კიევში არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთს მის მიერ გაჩაღებული ომი დაუბრუნდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S