ზაპოროჟიეს მიმართულებაზე რუსული "ატალ"–ის ბატალიონის განადგურების შესახებ იუწყებიან
01/11/2023 19:09:51 მსოფლიო
ზაპოროჟიეს მიმართულებაზე რუსული ჩუვაშიდან მობილიზებული სამხედროების ბატალიონი გაანადგურეს. ირკვევა, რომ ეს მოხდა 29 ოქტომბერს.
რამდენიმე ტელეგრამ–არხმა, მათ შორის რუსულმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 29 ოქტომბერს, „გადაადგილებისთვის მომზადებისას, 1251-ე მოტორიზებული შაშხანის პოლკის 1-ლი ბატალიონი HIMARS-ის რაკეტების ცეცხლის ქვეშ მოექცა“. ასევე დაზუსტებულია, რომ ამ პოლკში ჩუვაშიდან მობილიზებულები მსახურობენ.
ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ ატალ"–ის ბატალიონის მეთაური ვლადისლავ მატუზისი მოკლეს. დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ დაზუსტებული მონაცემები ამ დროისთვის არ არსებობს, სხვადასხვა წყაროებით, საუბარია ათობით მოკლულზე. ჩუვაშის ხელისუფლება ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.
ასევე იუწყებიან ათამდე სატრანსპორტო საშუალების განადგურების თაობაზე. გავრცელდა ამის ამსახველი კადრებიც.
ეს ბატალიონი განთავსებული იყო ილჩენკოვოს მხარეში - ნოვოპროკოპოვკას სამხრეთით, ტოკმაკის მიმართულებით. ადრე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები ჩიოდნენ, რომ სამსახურისთვის დაპირებულ თანხას არ უხდიან.


