Accentnews.ge
უკრაინის დაზვერვა: რუსებმა ყირიმში „მნიშვნელოვნად შეანელეს“ ლოგისტიკური პროცესები, ამას ვიყენებთ

უკრაინის დაზვერვა: რუსებმა ყირიმში „მნიშვნელოვნად შეანელეს“ ლოგისტიკური პროცესები, ამას ვიყენებთ

01/11/2023 18:38:21 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპიკერმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა „მნიშვნელოვნად შეანელეს“ ლოგისტიკური პროცესები ანექსირებულ ყირიმში.

„ამ უკანონო ნაგებობასთან (ქერჩის ხიდი) არსებული ვითარების გათვალისწინებით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების საერთო აქტივობის და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დღეს ყირიმში დამპყრობლებისთვის უსაფრთხო ადგილები არ არის, ლოგისტიკა გართულდა. მაგრამ აგრძელებენ ყირიმის ლოჯისტიკურ ცენტრად გამოყენებას ცოცხალი ძალის და რესურსების გადასასროლად დროებით ოკუპირებული ტერიტორიების სამხრეთ ნაწილში საოკუპაციო ძალების მოსამარაგებლად.მიუხედავად ამისა, მათ საგრძნობლად შეანელეს გარკვეული ლოგისტიკური პროცესები, რასაც უკრაინელი დამცველები, რა თქმა უნდა, იყენებენ და გამოიყენებენ“, - განაცხადა მან უკრაინული ტელემარათონის ეთერში.

იუსოვის თქმით, უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების გეგმიური მუშაობა „საოკუპაციო არმიის პოტენციალის განადგურებისა და შესუსტების მიზნით“ გრძელდება და გაგრძელდება ყირიმში.

„რა თქმა უნდა, ამის საბოლოო მიზანი ნახევარკუნძულის განთავისუფლებაა“, - დასძინა იუსოვმა.

აგვისტოში თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინული ძალები მტრის დასამარცხებლად ყირიმში ნებისმიერ წერტილს მიაღწევენ. მისი თქმით, ყირიმის დეოკუპაციის მრავალი განსხვავებული ვარიანტი არსებობს, მაგრამ „სამხედრო მოქმედების გარეშე ეს შეუძლებელია“.

უკრაინაში რუსეთის მიერ ომის გაჩაღების შემდეგ ყირიმში ყოველდღიურად ისმის აფეთქებების ხმები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S