ჯო ბაიდენი და სი ძინპინი ერთმანეთს კალიფორნიაში შეხვდებიან
01/11/2023 17:07:31 მსოფლიო
მომავალ თვეში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ლიდერები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან.
ჯო ბაიდენის და სი ძინპინის საქმიანი შეხვედრა კალიფორნიაში, სან-ფრანცისკოში უნდა გაიმართოს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური კოოპერაციის ფარგლებში.
თეთრი სახლის განმარტებით, გეოპოლიტიკური ძალებს შორის კონკურენციის გამწვავების ფონზე, აუცილებელია დიპლომატიური კავშირების გაღრმავება და აშშ-ჩინეთის ურთიერთობების ნორმალიზება, რათა მომავალში მხარეებს შორის უთანხმოების გაჩენის რისკები შემცირდეს.
პრეზიდენტების შეხვედრის საკითხს ჩინეთის საგარეო უწყებაც გამოეხმაურა. უწყებაში განაცხადეს, რომ ლიდერები სტრატეგიულ საკითხებზე თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.
მანამდე სი ძინპინთან შეხვედრები გამართეს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელმა ჯანეტ იელენმა. ვიზიტის მოსამზადებლად აშშ–ში იმყოფებოდა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინიზტრი.


