მედია: ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 1 მილიონი საარტილერიო ჭურვი გადასცა
01/11/2023 14:05:07 მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 1 მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი გადასცა, სანაცვლოდ კი რუსეთისგან სატელიტური თანამგზავრის პროგრამაში დახმარება მიიღო,– იუწყება AFP სამხრეთ კორეულ დაზვერვაზე დაყრდნობით.
სამხრეთ კორეის პარლამენტის დახურულ სესიაზე განაცხადეს, რომ აგვისტოდან მოყოლებული ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს შეიარაღების 10 პარტია გადასცა.
"დაზვერვამ გაარკვია, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას 1 მილიონზე მეტი ჭურვი გადასცა. მათი ანალიზის მიხედვით ეს დაახლოებით 2 თვის სამყოფი საბრძოლო მასალაა",- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სამხრეთ კორეის პარლამენტის დეპუტატმა.
მისივე ქმით, სანაცვლოდ ფხენიანმა სადაზვერვო კოსმოსური თანამგზავრის პროგრამისთვის ტექნიკური კონსულტაციები მიიღო. მიმდინარე წელს ჩრდილოეთ კორეამ ორჯერ სცადა ორბიტაზე თანამგზავრის გაყვანა, თუმცა ორივე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
ფხენიანში საგანგებო ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ.. კრემლი ამ დრომდე უარყოფს ჩრდილოეთ კორეისგან შეიარაღების მიღებას.


