Accentnews.ge
რუსეთიდან სახლში ხუთი უკრაინელი ბავშვი დაბრუნდა

რუსეთიდან სახლში ხუთი უკრაინელი ბავშვი დაბრუნდა

01/11/2023 13:38:56 მსოფლიო

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო ოჯახებს დაშორებული ხუთი უკრაინელი ბავშვი სამშობლოში დაბრუნდა. ერთი ბავშვი დაბრუნდა რუსეთში. ამის შესახებ რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისარმა მარია ლვოვა-ბელოვამ განაცხადა. ცნობისთვის, მის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს დაკავების ორდერი აქვს გამოცემული სწორედ უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონოდ გადაყვანის საქმეზე.

შუამავლის როლს რუსეთსა და უკრაინას შორის კვლავ კატარი ასრულებდა.

უკრაინაში 2–დან 17 წლამდე ასაკის ბავშვების დაბრუნების შესახებ რუსულმა მხარემ ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოაცხადა. შემდეგ ლვოვა-ბელოვამ თქვა, რომ მოსკოვი ამუშავებს კიევიდან შესულ 30-ზე მეტ განცხადებას ბავშვების სამშობლოში დასაბრუნებლად.

მისი თქმით, საბრძოლო მოქმედებების ზონიდან ორი ათასი ბავშვიიქნა ევაკუირებული რუსეთში, მოგვიანებით, მათგან 1300 გადაიყვანეს ბავშვთა სახლებში, დანარჩენები – სხვადასხვა ოჯახებში.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, სულ 19 ათასზე მეტი ბავშვი წაიყვანეს რუსეთში მშობლების ან მეურვეების თანხმობის გარეშე, მათგან მხოლოდ რამდენიმე ასეული დააბრუნეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S