Accentnews.ge
ყირიმს დილიდან უტევენ – რა არის ცნობილი?

ყირიმს დილიდან უტევენ – რა არის ცნობილი?

01/11/2023 12:08:12 მსოფლიო

დილიდან ყირიმზე საჰაერო შეტევის შესახებ იუწყებიან. სევასტოპოლში რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების „გუბერნატორმა“ მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა სევასტოპოლის ყურის მიდამოში კვამლის გამოყენების შესახებ. თუმცა მოგვიანებით ადგილობრივმა ტელეგრამ–არხებმა დაწერე, რომ რაკეტები გენიჩესკის რეგიონიდან არაბატის შპიტის გავლით ყირიმისკენ მოძრაობდნენ. კერძოდ, ცნობილი გახდა ყირიმის ხიდზე კვამლის ფარდის გამოყენების შესახებ.

ტელეგრამ–არხ "კრიმსკი ვეტერ"–ის ცნობით, თავდასხმის დროს დარტყმა განხორციელდა მინიმუმ ორი საკურორტო დაწესებულებაზე არაბატის შპიტზე, რომლებსაც ოკუპანტები იყენებენ. იუწყებიან, რომ შეტევა გრძელდება. ასევე არის ცნობები დრონების გადაადგილების შესახებ.

"რაკეტები მოხვდა ორ დასასვენებელ ცენტრს - პანსიონატ "იუნი" და "ცისფერი ალი" სოფელ სტრელკოვოეში. ეს სამკურნალო კურორტები რუსებმა დაიპყრეს და იქ არიან ბაზირებულნი", - აცხადებენ გენიჩესკის თემის მცხოვრებლები.

თვითმხილველების თქმით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების და სახანძრო მანქანები გამოჩნდნენ.

ომის დაწყებიდან ოკუპანტები ყირიმს სამხედრო მიზნებისთვის იყენებდნენ. მაგალითად, ნახევარკუნძულის გავლით იარაღს და ცოცხალი ძალის გადასროლა ხორციელდება ფრონტის ხაზზე. თუმცა ბოლო დროს განსაკუთრებით ინტენსიურად ისმის აფეთქებების ხმები ანექსირებულ ნახევარკუნძულზე. დაფიქსირდა თავდასხმები სამხედრო ბაზებზე, იარაღის საცავებზე, აეროდრომებზე, ყურეზეც, სადაც რუსული გემებია განლაგებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S