უკრაინა: რუსეთის მიერ წუხელ გამოყენებული 20 დრონიდან 18 გავანადგურეთ
01/11/2023 06:44:57 მსოფლიო
რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანა უკრაინის ტერიტორიაზე.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სამხედრო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დრონებით და რაკეტით შეუტიეს.
საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 20-დან 18 უპილოტო საფრენი აპარატი და გაანადგურეს მართვადი საავიაციო რაკეტა Х-59.
დრონებით დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე იყო პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუგის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დარტყმის შედეგად ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.


