Accentnews.ge
ენტონი ბლინკენი 3 ნოემბერს ისრაელს ეწვევა

ენტონი ბლინკენი 3 ნოემბერს ისრაელს ეწვევა

01/11/2023 05:37:07 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პარასკევს, 3 ნოემბერს ისრაელს ეწვევა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა,მეთიუ მილერმა განაცხადა.

„ბლინკენი პარასკევს გაემგზავრება ისრაელში, რათა შეხვედრები გამართოს ისრაელის მთავრობის წარმომადგენლებთან და შემდეგ შეხვედრებს გამართავს რეგიონის სხვა ქვეყნებშიც“, – თქვა მილერმა.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ბლინკენი ისრაელში ორჯერ ჩავიდა. ის ასევე იმყოფებოდა იორდანიაში, ყატარში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ეგვიპტეში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S