ბლინკენი: პუტინი ესწრაფვის, „სარგებელი ნახოს“ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომისგან
31/10/2023 18:05:15 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ბრალად დასდო მცდელობაში, გამოიყენოს ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომი თავის სასარგებლოდ, რათა დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის დახმარება შემცირდეს.
„პუტინი ძალიან ცდილობს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმით ისარგებლოს იმ იმედით, რომ ჩვენი ყურადღება იქით გადავა და ამას მოჰყვება აშშ-ის მხრიდან რესურსების შემცირება", – განაცხადა ბლინკენმა სენატის ასიგნებების კომიტეტში მიმდინარე მოსმენაზე.
ამავე მოსმენებზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, თუ აშშ კიევს დახმარებას შეუწყვეტს.
მოსმენაზე სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი სენატორების კითხვებს პასუხობენ. სენატში თეთრი სახლის მიერ უკრაინისთვის, ისრაელისთვის, ტაივანისა და აშშ-ის სამხრეთ საზღვართან, მიგრაციის კონტროლთან დაკავშირებით თანხის გამოყოფის საკითხს განიხილავენ.


