პარიზში, შენობების კედლებზე დავითის ვარსკვლავების მასობრივ გამოჩენას იძიებენ
31/10/2023 14:01:04 მსოფლიო
პარიზში სამშაბათს ღამით უცნობმა პირებმა მასობრივად დახატებს დავითის ვარსკვლავები შენობების კედლებზე. პოლიცია მონაწილეებს ეძებს.
მედია წერს, რომ 30-31 ოქტომბრის ღამეს, პარიზის მე-14 ოლქში, მრავალი საცხოვრებელი კორპუსისა და ბანკის კედელზე გამოჩნდა დავითის ვარსკვლავები, ჯამში 60–მდე.
ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო საკუთრების დაზიანების მუხლით, რომელიც დამძიმებულია რასობრივი, ეთნიკური ან რელიგიური მიზნებით.
პარიზის მერიის დეპუტატები მომხდარს მასობრივად გამოეხმაურნენ, მას უწოდეს აღმაშფოთებელი, მიუღებელი და მეორე მსოფლიო ომამდე და ომის დროს განვითარებულ მოვლენებზე მინიშნება უწოდეს.
ოქტომბრის შუა რიცხვებში მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა ბერლინში.


