ბელარუსი რუსეთისგან კომპენსაციას ითხოვს
31/10/2023 13:21:06 მსოფლიო
ბელარუსმა რუსეთს ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში დაგვიანებით ჩაშვების გამო კომპენსაციის გადახდის საკითხი დაუსვა. ამის შესახებ ბელარუსიის ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.
მისი თქმით, ატომური ელექტროსადგურის ამოქმედების ვადები რუსული მხარის ბრალეულობით გადაიდო.
„ბუნებრივია, შეთანხმების მიხედვით, ჩვენ მათ წინაშე კომპენსაციის საკითხი დავაყენეთ. ამის დამალვა არ არის საჭირო, იქ არაფერი იყო საგანგებო, მაგრამ ასეთი კითხვები გაჩნდა, რადგან სადგურის ექსპლუატაციაში გაშვების ვადები დაირღვა და ამაზე პასუხისმგებლობა რუსული მხარეზეა“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
მან ასევე დასძინა, რომ რუსეთმა კომპენსაციის სახით შესთავაზა ბირთვული საწვავის მიყიდვა „მისი სადგურებისთვის“ და ხუთწლიანი გარანტია ძირითად კომპონენტებზე.
ბელარუსის ატომური ელექტროსადგური გროდნოს რეგიონშია განთავსებული. 2020 წლის ნოემბერში ლუკაშენკომ ოფიციალურად გახსნა სადგური პირველი ბლოკის მშენებლობის დასრულების შემდეგ. 2022 წლის ნოემბერში გამოცემა „ზერკალო“ წერდა, რომ ატომური ელექტროსადგური დროის ნახევარზე მეტი უმოქმედო იყო. მთლიანობაში მან გამოიმუშავა ერთი წლის განმავლობაში დაგეგმილი ელექტროენერგიის ნახევარზე ცოტა მეტი.
ქარხნის მშენებლობისთვის, რომელიც ენერგეტიკული დამოკიდებულებისგან თავის დაღწევის გზად ითვლებოდა, ბელარუსს რუსეთის 10 მილიარდი დოლარის ვალი აქვს სესხის სახით. ასევე რუსეთია სადგურისთვის საწვავის მიმწოდებელი.
მეორე ენერგობლოკი ქსელში მიმდინარე წლის ივლისში დააერთეს, თუმცა კომერციულ ექსპლუატაციაში ჯერ არ შესულა.


