Accentnews.ge
რუსეთის დენთის უმსხვილეს ქარხანაში აფეთქება მოხდა

რუსეთის დენთის უმსხვილეს ქარხანაში აფეთქება მოხდა

31/10/2023 12:40:38 მსოფლიო

რუსეთში, სოლიკამსკში, "ურალის" ქარხანაში, სადაც დენთს აწარმოებენ, აფეთქება მოხდა.

როგორც რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS იუწყება საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით, აფეთქება რუსეთის დროით, 13:25 საათზე დაფიქსირდა, შემთხვევის ადგილზე 44 ადამიანი და 11 ტექნიკა გაიგზავნა. ინციდენტის მიზეზებზე საუბარი არ არის.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან ინციდენტის მომენტში შენობაში არავინ იმყოფებოდა.

თავის მხრივ, რეგიონის ტერიტორიული უსაფრთხოების სამინისტრო იტყობინება, რომ სახელოსნოში, სადაც აფეთქება მოხდა, ჩამსხრეულია ფანჯრები, "სახელოსნო მუშაობს ავტომატიზირებულ რეჟიმში, მსხვერპლი არ არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება“.

"ურალი" ერთ-ერთი უდიდესი ქარხანაა რუსეთში, რომელიც დენთს აწარმოებს, მათ შორის ნაღმტყორცნების, ყუმბარმტყორცნების, მართვადი და უმართავი ჭურვებისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S