Accentnews.ge
მედია: რუსეთში ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამო ადამიანების ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გამოკეტვა გახშირდა

მედია: რუსეთში ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამო ადამიანების ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გამოკეტვა გახშირდა

31/10/2023 11:52:25 მსოფლიო

ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამო რუსეთში ექიმები ადამიანებს ფსიქიკური პრობლემების მქონეებად აცხადებენ და სავალდებულო მკურნალობას უნიშნავენ. უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან, სულ მცირე, რვა შემთხვევაა ცნობილი, რომდესაც პოლიტიკური მუხლებით დაკავებული რუსები იძულებით სამკურნალოდ გაგზავნეს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში,– გაარკვია გამოცემა "ვოტ ტაკ"–მა სასამართლოს გადაწყვეტილებების და ღია წყაროებში არსებული ცნობების შესწავლის საფუძველზე. გამოცემა მიუთითებს, რომ თითოეული ეს საქმე პირდაპირ ან ირიბადაა დაკავშირებული ომის საწინააღმდეგოდ პოზიციონირებასთან.

ინფორმაციისთვის: ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანების ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გამოკეტვის პრაქტიკა არახალია – ამ მეთოდს ინტენსიურად იყენებდა საბჭოთა ხელისუფლება ადამიანების წინააღდეგ, მათ შორის, საქართველოშიც.

გამოცემას მაგალითად მოჰყავს პეტერბურგის მკვიდრ ვიქტორია პეტროვას, საქმე, რომელიც კრემლის მიერ ომის გაჩაღებამდე მუშაობდა კერძო კომპანიაში მენეჯერად და მართავდა საკუთარ გვერდს Vkontakte-ზე. მას ჰყავდა 250 მეგობარი და 50 მიმდევარი. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 29 წლის ქალმა ოთხი ვიდეო გამოაქვეყნა: ჟურნალისტების – ალექსანდრე ნევზოროვისა და დიმიტრი გორდონის, პოლიტიკოს მაქსიმ კაცის და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ამისთვის მას რუსეთის ჯარზე „ყალბი ამბების“ გავრცელებაში დასდეს ბრალი და გასული წლის მაისში გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში.

ამ გაზაფხულზე საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომელმა პეტროვას სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა მოითხოვა, "თანამოსაკნეების საჩივრების გამო", რომლებიც ამბობდნენ, რომ იგი აგრძელებდა ომის საწინააღმდეგოდ პოზიციონირებას. ექსპერტებმაც "დაასკვნეს", რომ გოგონა "არაადეკვატური" იყო. პეტროვას ადვოკატი ანასტასია პილიპენკო ამბობს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს ახლა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განუსაზღვრელი ვადით სავალდებულო მკურნალობა ემუქრება. ამასთან, გამოკვლევა, მისი თქმით, დარღვევით ჩატარდა: ”ექიმმა ისაუბრა ვიკასთან და თავისუფლად ჩაწერა, რაც მან უთხრა. როდესაც ვიქტორიამ წაიკითხა ექსპერტიზის შედეგები, თქვა, რომ მისი სიტყვები სრულიად დამახინჯებული იყო.”

ადვოკატები ექსპერტიზის შედეგების გასაჩივრებას ცდილობენ. თუ არ დაკმაყოფილდა, გოგონა შეიძლება გახდეს ომის დაწყებიდან სულ მცირე, მეცხრე მსჯავრდებული, რომელიც პოლიტიკური მუხლით გამოტანილი სასჯელის შემდეგ იძულებით მკურნალობაზე გაიგზავნება. რაც შეეხება დანარჩენებს, მაგალითად, ვოლგოგრადის ოლქში ვიაჩესლავ კოშელევის წინააღმდეგ პოლიციელზე ძალადობის მუხლით აღძრეს საქმე, თავად კაცი კი ამტკიცებს, რომ უშიშროების ძალებმა სცემეს, როცა ის უკრაინული სიმბოლოებიანი კეპითა და მაისურით სეირნობდა. 2023 წელს გაიზარდა იმ პირთა იძულებითი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები, ვინც ომს არ ეთანხმებოდა. მაგალითად, ფსიქიატრიულ განყოფილებაში იძულებით მკურნალობას დაუქვემდებარეს „ყალბი“ საქმეების ორი ფიგურანტი: დაღესტნელი შამილ მაგდიევი და ალექსეი ონოშკინი ნიჟნი ნოვგოროდიდან. იგივე სასჯელი მიიღეს სერგეი კოლინმა ტვერის რეგიონიდან, რომელიც, თითქოს გეგმავდა "რუსეთის თავისუფლების" ლეგიონში გაწევრიანებას (ლეგიონი უკრაინის მხარეს იბრძვის) და ანდრეი კიესვალტერმა, რომელიც Z-ბანერის ცისფერი და ყვითელი ფერის საღებავებით გადაღებვისთვის დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S