ნეთანიაჰუმ ომის მესამე ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა
31/10/2023 11:14:44 მსოფლიო
ისრაელი ღაზას სექტორში დაჯგუფება "ჰამასის" წინააღმდეგ ომის მესამე ეტაპზე გადავიდა და გააგრძელებს სახმელეთო სამხედრო ოპერაციის გაფართოებას, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
„ჩვენ ომის შუაგულში ვართ. დასახული გვაქვს მკაფიო მიზანი: განადგურება "ჰამასის" სამხედრო და ადმინისტრაციული პოტენციალის. ჩვენ ამას სისტემატურად ვაკეთებთ. ბლოკირების საწყისი ეტაპი დასრულებულია. მეორე ეტაპი – მუდმივად მიმდინარეობს საჰაერო დარტყმები. მესამე ეტაპი არის ღაზას სექტორში სახმელეთო შეღწევადობის გაფართოება“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, სახმელეთო ოპერაციის ერთ-ერთი მიზანი მძევლების გათავისუფლებაა. ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ისრაელი "დაამხობს" ბოევიკებს "ღაზა სხვაგვარი იქნება".
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ თუ ისრაელი არ გაანადგურებს "ჰამასს", მაშინ "ბოროტების ღერძი გაიმარჯვებს" და დამარცხდებიან როგორც დასავლეთის ქვეყნები, ასევე მთელი არაბული სამყარო.
გარდა ამისა, ნეთანიაჰუმ მიმართა ლიბანურ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ და გააფრთხილა, რომ „სასიცოცხლო შეცდომას დაუშვებს, თუ სრულ ჩარევას გადაწყვეტს“. ”თქვენ მიიღებთ დარტყმას, რომელსაც არ ელით”, - თქვა ნეთანიაჰუმ და დასძინა, რომ ისრაელი მუშაობს ჩრდილოეთ საზღვრის გაძლიერებაზე.
ნეთანიაჰუმ ჰამასის წინააღმდეგ ომის მეორე ეტაპის დაწყება 28 ოქტომბერს გამოაცხადა. პარალელურად, ისრაელის არმია ღაზას სექტორში სახმელეთო ბრძოლებზე გადავიდა. ნეთანიაჰუმ მეორე ეტაპის მიზნად პალესტინური მოძრაობის ინფრასტრუქტურის განადგურება და მძევლების გათავისუფლება დაასახელა.
თუმცა, როგორც The New York Times წერდა, შეერთებულმა შტატებმა დაარწმუნა ისრაელი, უარი ეთქვა სრულმასშტაბიან შეტევაზე "უფრო შეზღუდული" ოპერაციების სასარგებლოდ.
ომი ისრაელსა და "ჰამასს" შორის გრძელდება 7 ოქტომბრის სისხლიანი თავდასხმის შემდეგ, როდესაც "ჰამასი" თავს დაესხა ისრაელის დასახლებულ პუნქტებს და მოაწყო ხოცვა–ჟლეტა, გაიტაცა მძევლები.


