ბელარუსში მუსიკოსებს ლუკაშენკოს "შეურაცხყოფისთვის" 9 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს
31/10/2023 11:00:53 მსოფლიო
გომელის რაიონულმა სასამართლომ Tor Band-ის წევრებს მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
დიმიტრი გოლოვოჩს მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ევგენი ბურლოს – 8 წლით, ხოლო ანდრეი იარემჩიკს – 7,5 წლით. თითოეულ მუსიკოსს ასევე დაეკისრა 3700 მანეთი ჯარიმის სახით.
დიმიტრი გოლოვაჩს, ევგენი ბურლოს და ანდრეი იარემჩიკს ბრალი დასდეს სიძულვილის გაღვივებაში, ექსტრემისტული ჯგუფის შექმნაში, ბელარუსის დისკრედიტაციასა და ლუკაშენკოს შეურაცხყოფაში.
Tor Band-ის სიმღერა "ჩვენ მცირე ხალხი არ ვართ" 2020 წლის ივნისში გამოვიდა და გახდა მკაცრი პასუხი ალექსანდრე ლუკაშენკოს მიმართ, რომელიც მანამდე ბელარუსებს "მცირე ხალხი" უწოდა. ტექსტის გულწრფელობამ და პირდაპირობამ სიმღერა პოპულარული გახადა.


