Accentnews.ge
უკრაინისთვის განკუთვნილ F-16-ებზე მფრინავების მომზადება რუმინეთში ორ კვირაში დაიწყება

უკრაინისთვის განკუთვნილ F-16-ებზე მფრინავების მომზადება რუმინეთში ორ კვირაში დაიწყება

31/10/2023 10:48:11 მსოფლიო

ამერიკული F-16 გამანადგურებლები, რომლებსაც უკრაინა ნიდერლანდებისგან მიიღებს, უკრაინელი მფრინავების მოსამზადებლად რუმინეთში ორ კვირაში ჩავა. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

"ეს ნიშნავს, რომ შეიძლება, უახლოეს მომავალში დაიწყოს სასწავლო კურსები, რომლის დროსაც უკრაინელი მფრინავები მათზე ფრენას შეისწავლიან. განაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას და ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა დასავლეთის ყურადღება არ უნდა გადაიტანოს უკრაინის ომისგან", - წერს რუტე სოციალურ ქსელში.

ნიდერლანდების გარდა, უკრაინას F-16-ებს გადასცემენ ბელგია, დანია და ნორვეგია. სამხედრო თვითმფრინავებს კიევი მომავალ წელს მიიღებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S