საუდის არაბეთმა შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში მოიყვანა
31/10/2023 08:30:29 მსოფლიო
საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალები მაღალ მზადყოფნაში მოიყვანეს იემენის ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუთ მეამბოხეებთან შეტაკების შემდეგ, რომლებიც სამეფოს თავზე რაკეთის გაშვებას ცდილობდნენ ისრაელის მიმართულებით.
ოთხი საუდელი ჯარისკაცი დაიღუპა იემენის საზღვარზე გამართულ ბრძოლაში. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, საუდის არაბეთის თავდაცვის ძალებმა უკვე გაანეიტრალეს ჰუთების მიერ გასროლილი რაკეტა.
ეს არის საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალების პირველი ცნობილი მსხვერპლი მას შემდეგ, რაც გასულ აპრილში მიღწეული იქნა ზავი ჰუთებთან, რომლებიც იბრძვიან 2015 წლიდან.


