უკრაინის გენშტაბი: რუსული არმიის დანაკარგებმა 300 ათასს სამხედროს გადააჭარბა
31/10/2023 07:09:11 მსოფლიო
უკრაინის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს რუსეთმა დაკარგა დაახლოებით 300 810 ჯარისკაცი, მათ შორის 870 ბოლო 24 საათის განმავლობაში, იტყობინება დღეს, 31 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
გარდა ამისა, უკრაინელი სამხედროების თქმით, რუსეთმა დაკარგა:
- ტანკი - 5211 (+21 - გასული დღის განმავლობაში,
- ჯავშანტექნიკა - 9804 (+29),
- საარტილერიო სისტემები - 7227 (+25),
- მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 844 (+10),
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 562 (+3),
- თვითმფრინავი - 321,
- ვერტმფრენი - 324,
- ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 5440 (+21),
- ფრთოსანი რაკეტა - 1546 (+2),
- გემები / ნავები - 20,
- წყალქვეშა ნავი – 1,
- სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი - 9590 (+35),
- სპეცტექნიკა - 1016 (+2).
მოსკოვი არ საუბრობს საკუთარ დანაკარგებზე. ბოლოს რუსეთის თავდაცვამ დაღუპული სამხედროების რაოდენობა ერთი წლის წინ – მობილიზაციის გამოცხადებისას გააჟღერა და ამტკიცებდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში 6 000 –მდე სამხედრო დაკარგა.
სხვადასხვა დამკვირვებელი და მედია ღია მონაცემების ანალიზით ცდილობს დანაკარგების შეფასებას. რუსული BBC-ის სამსახურისა და გამოცემის Mediazona-ს ჟურნალისტებმა მოხალისეთა ჯგუფთან ერთად 20 ოქტომბრის მდგომარეობით დაადასტურა უკრაინის ომში 34 857 რუსი ჯარისკაცის დაღუპვა.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ეს მაჩვენებლები „მობილიზებულთა შორის დანაკარგების ყველაზე კონსერვატიული შეფასებაა, რადგან მხედველობაში მიიღება მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც სიკვდილი დადასტურდა საჯაროდ“.
აგვისტოში New York Times-მა აშშ-ის ადმინისტრაციის უსახელო ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ორივე მხარეს დაღუპული და დაჭრილი სამხედრო პერსონალის საერთო რაოდენობა უახლოვდება 500 ათასს.


