Accentnews.ge
იაპონიამ "ჰამასთან" დაკავშირებულ 9 პირსა და კომპანიას სანქციები დაუწესა

იაპონიამ "ჰამასთან" დაკავშირებულ 9 პირსა და კომპანიას სანქციები დაუწესა

31/10/2023 06:22:45 მსოფლიო

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "ჰამასთან" დაკავშირებულ 9 პირსა და კომპანიას სანქციებს უწესებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სანქცირებულთა შორის "ჰამასის" წევრები, მათი დამფინანსებლები და Buy Cash Money and Money Transfer Company-ია (ღაზაში დაფუძნებული კომპანია), რომელიც ფულის გადარიცხვასა და ციფრული ვალუტის, მათ შორის ბიტკოინის გაცვლის სერვისებს უზრუნველყოფს. მათ აქტივები გაეყინებათ.

იაპონიის საგარეო უწყების ცნობით, ყველა სანქცირებული სუბიექტი ტერორისტადაა აღიარებული.

ცნობისთვის: ეს იაპონიის მიერ "ჰამასისთვის" დაწესებული პირველი სანქციებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S