Accentnews.ge
ორი რუსი სამხედრო დააკავეს ვოლნოვახაში ოჯახის ცხრა წევრის დახოცვისთვის, მათგან ორი ბავშვია

ორი რუსი სამხედრო დააკავეს ვოლნოვახაში ოჯახის ცხრა წევრის დახოცვისთვის, მათგან ორი ბავშვია

30/10/2023 20:08:15 მსოფლიო

დონეცკის მახლობლად ოკუპირებულ ვოლნოვახაში ცხრა ადამიანის, მათ შორის ორშვილიანი ოჯახის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი რუსი სამხედრო მოსამსახურე დააკავეს. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS-ს რუსეთის საგარმოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით წერს.

ცხრა ადამიანის ცხედარი ვოლნოვახაში 28 ოქტომბერს აღმოაჩინეს, მათგან ორი ბავშვია.

უწყება ხაზს უსვამს, რომ დაკავებულები არიან სამხედრო მოსამსახურეები შორეული აღმოსავლეთიდან, რომლებიც კონტრაქტით ასრულებდნენ სამხედრო სამსახურს. დანაშაულის მოტივი, წინასწარი ვერსიით, "შიდა კონფლიქტია".

"რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის დონეცკის საგამოძიებო დეპარტამენტი იძიებს სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც აღძრულია ქალაქ ვოლნოვახის ცხრა მკვიდრის, მათ შორის ორი ბავშვის მკვლელობის საქმეზე, რომელთა ცხედრებიც კერძო საცხოვრებელ სახლში იპოვეს. მათ ცეცლნასროლი ჭრილობები აღენიშნებათ",– ნათქვამია შეტყობინებაში.

„ეჭვმიტანილები დააკავეს და გადაიყვანეს საგამოძიებო განყოფილებაში, მათთან მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მომხდარის ყველა გარემოების დადგენისა და მტკიცებულებათა ბაზის გამყარების მიზნით. წინასწარი მონაცემებით, დანაშაულის მოტივი შიდა კონფლიქტი იყო“, - აცხადებენ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში.

მანამდე ადგილობრივებმა ASTRA-ს განუცხადეს, რომ დანაშაული რუსმა სამხედრომ ჩაიდინა. მეზობლები და მსხვერპლთა ნათესავი ამტკიცებენ, რომ ოჯახი "ჯარისკაცებმა მოკლეს, რომლებიც მოტოციკლეტებით გადაადგილდებოდნენ" და რომ მსხვერპლები "საწოლში იწვნენ, სავარაუდოდ, ძილში მოკლეს". ოჯახი დაბადების დღის აღსანიშნავად იყო სახლში შეკრებილი. იუწყებიან, რომ სამხედროებს, რომლებსაც დოკუმენტები არ ჰქონდათ, ოჯახთან მოუვიდათ კონფლიქტი.

ერთ-ერთი მეზობლის თქმით, მკვლელობის შემდეგ სახლი წყლით დატბორეს, რათა მტკიცებულებები გაენადგურებინათ.

ASTRA–მ გამოაქვეყნა რუსი სამხედროების მიერ დახოცილთა ფოტოები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S